საქართველოში ერთადერთი დაცული ლანდშაფტი ფუნქციონირებს - ეს თუშეთის დაცული ლანდშაფტია (27,903 ჰა), რომელიც 2003 წელს შეიქმნა და თუშეთის ყველა სოფელს მოიცავს. დაცული ლანდშაფტი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რათა არ დაიკარგოს თუშური სოფლების ტრადიციული იერსახე და შენარჩუნდეს ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტები და ამავე დროს გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს ტურიზმისა და ტრადიციული სამეურნეო დარგების წახალისება.
თუშეთის დაცული ლანდშაფტი გამორჩეულია თუშეთის ულამაზესი ისტორიული სოფლებით. თუშეთის სოფლებში შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და საოჯახო ნივთები.
სანახაობრივად თუშეთი ძალიან განსხვავდება სხვა დაცული ტერიტორიებისგან, რადგან აქ ბუნებრივ ძეგლებთან ერთად მნიშვნელოვნად არის შერწყმული ისტორიულ-კულტურული ნაგებობები, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. სწორედ ეს იზიდავს ყველაზე მეტად აქ მნახველს.
|
 |
| |
| ორ |
სა |
ოთ |
ხუ |
პა |
შა |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
 |
 |
 |
 |
|