|
თუშეთის ეროვნული პარკი ევროპაში ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. მისი საზღვრები თავად თუშეთის საზღვრებს და, შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვარსაც ემთხვევა. თუშეთის ეროვნული პარკის ფართობი 83, 453 ჰექტარია.
ეროვნული პარკში დაცულია ალპური მდელოები, აგრეთვე აქ არსებული მყინვარები, მდინარეთა სათავეები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები, უნიკალური ფიჭვნარი ტყე. თუშეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ლანდშაფტით, ულამაზესი ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით: თებულოს, დოკლოს, ბორბალის და საქისტოს მთების დიდებული მწვერვალებით.
ეროვნული პარკი ეკოტურიზმისათვის შესაფერისი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნას უწყობს ხელს, დაზიანებული და სახეშეცვლილი ეკოსისტემების აღდგენაზე მუშაობს და იცავს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ წარმომადგენლებს.
|
 |
| |
| ორ |
სა |
ოთ |
ხუ |
პა |
შა |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
 |
 |
 |
 |
|