|
.jpg)
თუშეთის ეკოსისტემების შესანარჩუნებლად, მისი ფლორისა და ფაუნის დასაცავად, მისი უნიკალური ფიჭვნარებისა და არყნარების კონსერვაციისთვის ჯერ კიდევ 1980 წელს შეიქმნა თუშეთის ნაკრძალი, რომელიც ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებთან ერთად ახმეტის ნაკრძალის შემადგენლობაში შევიდა. ეს მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა ნაკრძალი იყო.
2003 წლის 22 აპრილს გარემოს გლობალური ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ხელშეწყობით საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ.”
ამ კანონის მიხედვით საქართველოში შეიძლება არსებობდეს შემდეგი სახის დაცული ტერიტორიები:
| დაცული ტერიტორია |
მიზანი |
კატეგორია (IUCN) |
| სახელმწიფო ნაკრძალი |
მკაცრი დაცვა, საგანმანათლებლო და არამანიპულაციური კვლევები სპეციალური ნებართვით |
I |
| ეროვნული პარკი |
ეკოსისტემების კონსერვაცია, განათლება, ტურიზმის განვითარება |
II |
| ბუნების ძეგლი |
ბუნების თავისებურებების კონსერვაცია (მცირე ზომის განსაკუთრებული ტერიტორიის დაცვა) |
III |
| აღკვეთილი |
ბუნების დაცვა და შენარჩუნება აქტიური მართვის გზით |
IV |
| დაცული ლანდშაფტი |
ლანდშაფტის და/ან ზღვის აკვატორიის კონსერვაცია და ტურიზმის განვითარება |
V |
| მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია |
ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება |
VI |
დღეისათვის საქართველოში დაცული ტერიტორიების ხუთი კატეგორიაა წარმოდგენილი და მათი საერთო ფართობი 462,676.5 ჰექტარია, რაც ჩვენი ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 6.6%-ია.
2003 წელს შეიქმნა თუშეთის ახალი დაცული ტერიტორიები. იგი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ახმეტის რაიონში მდებარეობს, წარმოადგენს კავკასიონის ცენტრალურ ნაწილს და მოიცავს მაღალ მთათა სისტემას (ზღვის დონიდან 1500-4500 მ-ია).
თუშეთის დაცული ტერიტორიები აერთიანებს: თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს.
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი მოიცავს პირიქითი ალაზნის, გომეწრის ალაზნისა და ჭანჭახოვანის ხეობებს. ასევე სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთას და ხისოს მიმდებარე ტყის მასივებს; გომეწრისა და პირიქითა ალაზნის შეერთების ადგილიდან დაღესტნის საზღვრამდე მდინარის ორივე ფერდობზე არსებულ ტყეებს. სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობი 10,694 ჰექტარია.
|
 |
| |
| ორ |
სა |
ოთ |
ხუ |
პა |
შა |
კვ |
| | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | | | |
|
 |
 |
 |
 |
|